co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში

2019-12-01 18:27:05

რუსთავში, მე-7-ე მიკრო რაიონში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია ცოლ-ქმარმა მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

ცოლ-ქმარი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შედარებით მძიმე იყო 73 წლის კაცის მდგომარეობა.

"ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს განყოფილების გამგემ, თეა გელაშვილმა განუცხადა რომ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.