შანსი რუსთაველი მოსწავლეებისათვის

2019-12-01 14:08:45

დამამთავრებელი კლასის 2 რუსთაველ მოსწავლეს საშუალება ეძლევა უმაღლესი განათლება ლიტვაში, ვილნიუსის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სრულიად უფასოდ მიიღოს. ამის შესახებ საზოგადებას პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.

"ჩემს მიერ, ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა კოლეჯთან/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან მოლაპარაკების შედეგად, ქ.რუსთავის ორ საუკეთესო (სკოლის დამამთავრებელი კლასის) მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა უფასოდ გააგრძელოს უმაღლესი განათლების მიღება www.viko.lt ამ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი თავად შეარჩევს მათ.

მსურველებს შეგიძლიათ დეტალებზე დაუკავშირდეთ უნივერსიტეტს მითითებულ ელ.ფოსტაზე. აუცილებლად მიწერეთ რუსთავის რომელი სკოლის მოსწავლე ხართ. admission@viko.lt
სააპლიკაციო ფორმას ჩამოტვირთავთ შემდეგი ლინკიდან: https://en.viko.lt/for-students/how-to-apply/

გისურვებთ წარმატებებს !", - წერს ბეგაძე სოც. ქსელში.

დამატებითი ინფორმაციისთვის "ინფო რუსთავი" დეპუტატს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ მოსწავლეებს აპლიკაციის შევსების ვადა 2020 წლის 30 ივნისამდე აქვთ. ბეგაძის ინფორმაციით, მას სურს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, ამიტომაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თვითონ უზრუნველოფს 2 საუკეთესო მოსწავლის არჩევას.

"ლიტვაში გახლდით პირადი საკითხების მოსაგვარებლად, პარალელურად მქონდა შეხვედრა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და შევძელით შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. მსურველებმა უნივერსიტეტს უნდა მისწერონ მეილზე, რომელიც პოსტშია მითითებული, სააპლიკაციო ფორმის შესავსებად კი უნდა გადავიდნენ ასევე პოსტზე მითითებულ ლინკზე. არ შევდივარ შეგნებულად კრიტერიუმებთან დაკავშირებით სიღრმეებში, ყველაფერი მინდა იყოს გამჭვირვალე. ჩემზე არაფერია დამოკიდებული, დამოკიდებულია თავად უნივერსიტეტზე", - აცხადებს გიორგი ბეგაძე.