ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ორთაჭალაში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილის მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროსადენის ბოძს შეეჯახა.
შეჯახებისას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა, ორმა მოასწრო გადმოსვლა, ხოლო ერთმა ადამიანმა ვერ მოახერხა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან თავის დაღწევა. მამაკაცი მანქანაში დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.