ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-11-30 21:49:45

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, თავგორაშვილის ქუჩაზე.

ერთმანეთს "მერსედესის" მარკისა და " სუზუკის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტომობილში მყოფებმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი განაცხადეს.