საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

2019-11-30 11:08:19

თურქეთში, ქალაქ სამსუნში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თურქეთის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ნომრებიან მიკროავტობუსში, სამძებრო სამუშაოები გაატარეს.

საოპერაციო სამუშაოების შედეგად, მიკროავტობუსში, 3196 კოლოფი სიგარეტი, 78 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, რომელიც პირებს უკანონოდ გადაჰქონდათ.

აღნიშნულის გამო, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვენეს.