"შავი პარასკევი" ქართულად [video]

2019-11-30 00:02:24

"შავი პარასკევი", რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დილის 10 საათიდან დაიწყო. [ვიდეო/video]

ისთ ფოინთში ხალხმრავლობა დილის 09:00 საათიდან შეინიშნებოდა, მყიდველები მაღაზიების გახსნან ელოდებოდნენ და რიგებს იკავებდნენ. ისთ ფოინთის ვიზიტორებს ავტომობილების დაპარკინგებაც უჭირდათ. რიგები იყო სამარშუტო მიკროავტობუსების გაჩერებებთანაც.

განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო მაღაზია "Waikiki"-ში და Koton-ში.

რაც შეეხება ფასდაკლბებს: მაღაზიათა უმეტესობაში 20%-დან -50%-იანი ფასდაკლება მოქმედებდა.

მაგალითად, H&M-ში - 20%-იანი ფასდაკლება იყო ყველაფერზე; Massimo Dutti-ს - 20% ფასდაკლება ჰქონდა შერჩეულ მოდელებზე; Mango-ში სრულ კოლექციაზე 20%-იანი; Waikiki-ს - 20%-იანი ფასდაკლება ჰქონდა ახალ კოლექციაზე; 30%-იანი ფასდაკლება ჰქონდა გამოცხადებული - Stradivarius-ს შერჩეულ მოდელებზე; ასევე 30%-იანი ფასდაკლება იყო  Bershka-ში შერჩეულ მოდელებზე;  Koton-ში კი 30 %-იანი.

New Yorker-ში - 50%-მდე; Ecco-ში - 50% მდე ფასდაკლება იყო მითითებულ კოლექციაზე; Bata-ში - 50%-იანი ფასდაკლება მითითებულ კოლექციაზე; Shoes Gallery-ში ასევე 50%-მდე ფასდაკლება მითითებულ კოლექციაზე;  Terranova-ში - 50%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ მეორე შენძენზე, ამასთან, Zara-ში 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებდა შერჩეულ მოდელებზე. რაც შეეხება Carrefour-ს აქ 70-80%-იანი ფასდაკლება იყო.

„შავი პარასკევი“ - მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. შტატებში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა იყო შესაძლებელი.