ტროტუარების კეთილმოწყობა რუსთავში

2019-11-29 21:45:17

რუსთავში, ჩერკასკის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია იგეგმება.

2020 წლის განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში XX და XI მიკრორაიონების გამყოფ გზაზე, ჩერკასკის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია ხალხის მოთხოვნით მოხვდა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას ადგილობრივებმა ჯერ კიდევ 2 თვის წინ, "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში მოსთხოვეს.