რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს. [ვიდეო/video]
ისინი სამოქალაქო აქტივისტისგან გივი შანიძისგან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მერიის წინ მანქანების გჩერებით და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. მძღოლები ინფო რუსთავთან აცხადებენ, რომ დიდი ხანია უკვე შანიძე მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.
აქციის მონაწილეებს გივი შანიძემ უპასუხდა და განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს და აცხადებს, რომ პიროვნული შეურაცხყოფა არავისთვის არ მიუყენებია.