ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-11-29 00:05:10

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, XVII მიკრორაიონში, #5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი 10 წლის ბიჭს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებულს ქვემო კიდურის ტრამვა აღენიშნებოდა, პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ბავშვს კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.