როდის აღდგება ელ.ენერგიის მიწოდება

2019-11-28 22:55:32

რუსთავში რამდენიმე ქუჩა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

"ინფო რუსთავს" ქალაქის მარცხენა სანაპიროდან დაუკავშირდნენ და პრობლემის შესახებ აცნობეს.

არსებული ინფორმაციით ავარიულად გაითიშა რამდენიმე ქვესადგური. კომპანია "ენერგო პროს" თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და ცდილობენ სამუსაოები დროულად დაასრულონ.

ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს სავარაუდოდ 1 საათში აღუდგებათ.