"ატარე პირის ნიღაბი"

2019-11-28 15:32:28

სამოქალაქო აქტივისტებმა ,,გავიგუდეთ'' რუსთავში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყეს. კერძოდ, მერიასთან განათების ბოძზე მიამაგრეს ინსტალაცია, რომელზეც ადამიანის სახეა გამოსახული პირბადით, წარწერით #გავიგუდეთ.

ამ ფორმით ისინი ქალაქში დაბინძურებულ ჰაერს აპროტესტებენ და რუსთაველებს ქუჩაში სიარულის დროს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

"ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ინსტალაციაა დამონტაჟებული. დაველოდებით საზოგადოების გამოხმაურებას, თუ პროტესტის ეს ფორმა მათთვის მისაღები იქნება, მაშინ ამ ინსტალაციებს მთელ ლოკაციაზე დავამონტაჟებთ"- განუცხადა ინფო რუსთავს "გავიგუდეს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა მუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები "გავიგუდეთ" ქალაქში შექმნილ ეკოლოგიურ პრობლემებს უკვე ერთ წელზე მეტია აპროტესტებენ  და მოითოვენ, რომ არსებულმა  საწარმოებმა აამუშაონ ფილტრები 24/7-ზე, ასევე უზრუნველყონ საწარმოში დასაქმებული ადამიების ჯანმრთელობობა და შეუქმნან ნორმალური სამუშაო პირობები.