ფინკა ბანკსა და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის თანამშრომლობა გრძელდება. ფერმერებს აქვთ საშუალება ისარგებლონ ექსლუზიური პირობებით აგრო სესხებზე - წლიური განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან).
ფინკა ბანკის აგრო სესხის ექსკლუზიური პირობები არის მათთვის, ვინც “აგროსფეროს” მაღაზიათა ქსელში შეიძენენ სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა წარმოდგენილ პროდუქციას.
აგრო სესხის განვადების ვადა 6-დან 15 თვემდე, ხოლო სესხის თანხა 4500 ლარიდან 60 000 ლარამდეა, აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო – 0%-ია. 40000 ლარამდე სესხი გაიცემა გირაოს და თავდების გარეშე.
დიახ, ეს რეალურია - აგრო სესხზე ექსკლუზიურ პირობებს ვთავაზობთ ფერმერებს და გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ დაბალი ფასი – წლიური 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან), რაც დიდი შეღავათია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს არის შესაძლებლობა ფერმერებისათვის რათა მათ მარტივად შეიძინონ მეურნეობისთვის საჭირო ინვენტარი, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა, აგროტექნიკა, აგროინვენტარი, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ასევე მეღვინეობის დანადგარები, ფილტრაციის სისტემები, მუხის კასრები, დამხმარე მასალები და ა.შ. სწრაფად და მარტივად, დამატებითი პროცედურების გარეშე.
ფინკა ბანკი უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.
აგრო სესხის განაცხადი შეავსეთ აქ, მოგვმართეთ ფილიალში ან ეწვიეთ აგროსფეროს მაღაზიებს თქვენს ქალაქში.