საახალწლო განათებების მონტაჟი

2019-11-28 00:36:34

რუსთავში, საახალწლო სამზადისი გრძელდება.

ქალაქის ქუჩებში, დეკორაციებისა და განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, წელს, დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, ქალაქის შემოსასვლელშიც დაიდგმება, რომელიც განსხვავებული დიზაინით იქნება გაფორმებული.

დეკორაციული განათებები, რომელიც ქალაქის ქუჩებში დამონტაჟდება, ძირითადად ორ  -  თბილ და ცივ ფერებში იქნება.

შარტავას გამზირიდან იუსტიციამდე, გამწვანების შუა ზოლში, თითო ბოძის გამოტოვებით, ნაძვისხის ფორმის, განათებები დამონტაჟდება. იუსტიციიდან, გონაშვილის სკვერამდე, იქნება დიოდური ლენტები და თბილი ნათება ზიგზაგურად, ზიგზაგებს შორის კი ცივი ნათების, ნათურები დამონტაჟდება. გონაშვილის სკვერის წინ დაიდგმება დიდი ზომის წარწერა - 2020, სკვერში კი, ხეები სტრინგებით იქნება გაფორმებული, მემორიალიდან ხიდამდე ხეებზე თბილი ნათების სტრინგები, ხიდის ზემოთ კი ლოლოები ჩამოიკიდება. პირამიდა წინა წლის მსგავსად, იქნება მორთული, თუმცა სტრობოსკოპები დაემატება. რაც შეეხება, კოსტავას ქუჩას, აივნები თბილი განათებებით, ხეები ლი თბილი ნათების სტრინგებით გაფორმდება.

მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე, განთავსდება ნაძვის ხე, რომელიც წინა წელთან შედარებით, უფრო სადად და ახალი დიზაინით გაფორმდება.

სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელი, გიორგი გოროზია აცხადებს, რომ ეს საბოლოო ვარიანტი არ არის და კიდევ ფიქრობენ სხვადასხვა ილუმინაციებისა და დეკორატიული განათებების დამონტაჟებას.

საახალწლო განათებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 38 600 ლარი გამოიყო.