რას მოხმარდება დამატებითი თანხები

2019-11-28 11:22:50

2020 წლის ბუჯეტის პროექტის თანახმად, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას მიმდინარე წელთან შედარებით დაფინანსება 1 800 000 ლარით ეზრდება. 2020 წელს ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 8 740 300 ლარი იქნება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, სადაც "ინფო რუსთავისთვის"  აღნიშნული ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი, ითქვა, რომ დაფინანსების გაზრდა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია.

მოგეხსენებათ, 2019 წელს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ აღსაზრდელების მისაღებად დამატებით 9 ჯგუფი კეთილმოაწყო, თითოეულ ჯგუფში კი დაახლოებით 40 აღსაზრდელი ირიცხება. გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი ხსნის, რომ ბავშვების რაოდენობის ზრდამ, მოითხოვა დასაქმებულების რაოდენობის გაზრდაც, ყველაფერი ეს კი, დამატებით ხარჯებთანაა კავშირში.

გარდა ამისა, 2020 წელს ბაგა-ბაღების თანამშრომლებისათვის ხელფასების ზრდა იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ მერიას დასახვეწად უკან გაუგზავნა, ესაა საკითი, რომელთან მიმართებაშიც დეპუტატებს არანაირი შესწორება არ ჰქონიათ. მერიამ კორექტირებული ვერსია საკრებულოს განსახილველად 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.