ახალი კანონი ონლაინ აზარტულ თამაშებზე

2019-12-02 13:20:27

XXI საუკუნეში, ონლაინ თამაშები ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.

სწორედ ამის გამო მოქალაქეებს ონლაინ აზარტულ თამაშებში შესაძლოა, ხელახალი რეგისტრაცია დასჭირდეთ, რადგან არასრულწლოვანთა ჩართულობა შემცირდეს.

ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

„არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში გაუქმდეს ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ,“  - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის პირველი სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.