გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2019-11-27 11:30:09

გერმანიაში, ქალაქ ვარენდორფში საქართველოს და უკრაინის ორი მოქალაქე მაღაზიის ქურდობისთვის დააკავეს.

ამის შესახებ გერმანული გამოცემა Westfälische Nachrichten იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის გაქურდვისთვის ორივე მათგანს ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

როგორც გერმანული მედია წერს, დაახლოებით 25 წლის ქართველმა მამაკაცმა მაღაზიიდან სიგარეტი მოიპარა, 25 წლის უკრაინელი ქალი კი მას დაეხმარა. იგი იქ მყოფი ადამიანების ყურადღების გადატანას ცდილობდა.

მომხდარის შემდეგ ორივემ სცადა გაქცევა. უკრაინელი ქალის დაკავება თავად მაღაზიის თანამშრომლებმა შეძლეს და პოლიციას გადასცეს. რაც შეეხება ქართველ მამაკაცს, მისი დაკავება პოლიციამ სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად, დანაშაულის ადგილთან ახლოსვე მოახერხა.

პოლიციამ დაკავებულის მანქანაც გაჩხრიკა, რომელშიც თითქმის 100 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს.