რუსთავის მიკროავტობუსის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა

2019-11-26 11:49:25

თბილისში, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ, "ინტერტრანსის" მიკტოავტობუსში ცეცხლი გაჩნდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მიკროავტობუსის ძრავში, ელექტროსადენებს გაუჩნდა.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ: - "როდესაც მოხდა მოკლე ჩართვა მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ შესაბამისად არავინ დაშავებულა. მიკროავტობუსი არ დამწვარა, იყო უბრალოდ დაკვამლიანება"

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.