რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტი

2019-11-25 17:19:45

რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, მერიას უკან დაუბრუნდა - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, გიგა ვეფხვაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით წელს პროექტების რაოდენობა გაზრდილია, დამატებითი პროექტების განსახორციელებლად სასხსრების მოძიება შესაძლებელია, ამიტომ ბიუჯეტის პროექტი მერიას განსახილველად უკან დაუბრუნდა.

"ბიუჯეტი განხილული იყო, საჯარო მოსმენებზე, კომისიებზე და ფრაქციებში. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის ზრდა არის დაგეგმილი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტებია, როგორც ბაღების მშენებლობა და ბაღების გათბობა და სხვა. საკრებულამ ჩათვალა, რომ  არის კიდევ რესურსები, დამატებით სახსრები გამოინახოს და უფრო მეტი შიდა ეზოების და გზების პროექტები განხორციელდეს. ამიტომ, მივმართეთ მერიას, რომ გადახედოს პროექტს და ახალი წინადადებით შემოვიდნენ", - განაცხადა გიგა ვეფხვაძემ.

მერიამ კორექტირებული ვერსია საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.