საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

2019-11-25 12:49:17

თურქეთში, ქალაქ ორდუში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თურქეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ნომრებიან მანქანებში, სამძებრო სამუშაოები გაატარეს.

საოპერაციო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთ მანქანაში, 250 კოლოფი სიგარეტი, 14 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, ხოლო მეორე მანქანაში 285 კოლოფი სიგარეტი და 8 ბოთლი ალკოჰოლური სამელი აღმოაჩინეს, რომელიც პირებს უკანონოდ გადაჰქონდათ.

აღნიშნულის გამო, საქართველოს 3 მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვენეს.