კადრები ხანძრის შემდეგ [video]

2019-11-25 12:20:22

რუსთავში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში, ხანძრის შედეგად სამი ოთახი მთლიანად დაიწვა. [ვიდეო/video]

ცეცხლი, შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად, მთლიანად დაიწვა ოთახებში განთავსებული ინვენტარი - კარადები, საწერი მაგიდა, საწოლი, საპირფარეშო, კარები და ფანჯრები. ასევე, მთლიანად დაიწვა შენობის კედლები, ხის ჭერი კი ჩამოიშალა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი შენობის მეორე სართულზე მალევე გავრცელდა. ცეცხლი სავარაუდოდ ოთახებში არსებულ ხის მასალას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.