ჯგუფური ჩხუბი რუსთავში [video]

2019-11-24 11:03:46

ჯგუფური ჩხუბი რუსთავში [ვიდეო/video]

მოდებაძის ქუჩაზე, ლეონიძის სკვერის მიმდებარედ ერთმანეთს ფიზიკურად 20-მდე მამაკაცი გაუსწორდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის კამათი ტაქსის გამო დაიწყო, რომელიც ჯერ სიტყვიერ ხოლო შემდეგ უკვე ფიზიკურ  შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ექიმებმა ნაცემ მამაკაცებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. პოლიციამ 5-მდე მამაკაცი განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.