ხმაური რუსთავის ერთ-ერთ ქუჩაზე

2019-11-23 20:23:47

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე, ქმარმა ცოლს სცემა. ოჯახური ძალადობის ფაქტი ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას დაფიქისრდა.

როგორც თვითმხილველები საინფორმაციო სააგენტოს  უყვებიან, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მალევე გადაიზარდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მეუღლეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ლესელიძის ქუჩაზე სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ სიტუაცია მალევე განიმუხტა.