რუსთავში სილამაზის ახალი სივრცე გაიხსნა [photo]

2019-11-23 18:04:00

რუსთავში, თოდრიას II ჩიხში, #1 კორპუსში, სილამაზის ახალი სივრცე გაიხსნა. ®

"სალონი ეკო - CENTER EKO" მომხმარებელს გარეგნობაზე ზრუნვას თანამედროვე სტანდარტებით სთავაზობს.

მაღალკვალიფიციური პერსონალი, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მისაღები ფასები, სასიამოვნო გარემო და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი - აი რას შეხვდებით სივრცეში, რომელიც რუსთაველებისთვის თავის გალამაზების სრულიად ახალი შანსია.

"სალონი ეკო" გაძლევთ საშუალებას, ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურება მიიღოთ. მათ შორისაა, ქალისა და მამაკაცის სტილისტის, ასევე ვიზაჟისტის მომსახურება, ფრჩხილის მოწესრიგება, კოსმეტოლოგისა და მასაჟისტის მომსახურება.

უმაღლესი ხარისხის თმის მოვლის საშუალებები, სასურველი ფერი და თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი ვარცხნილობა, "სალონი ეკოს" სტილისტებს ნამდვილად შეუძლიათ თქვენი ოცნებები რეალობად აქციონ.

სილამაზის ახალ სივრცეში ფრჩხილის მოვლის გამოცდილი სპეციალისტები შილაქის, ფრჩხილის გელით დაგრძელების, ბიო გელის, დაზიანებული ფრჩხილის აღდგენისა და პედიკურის სერვისებს შემოგთავაზებენ. ფერთა შეუზღუდავი არჩევანი კი საოცნებო დიზაინის შექმნის საშუალებას მოგცემთ. გარდა ამისა, სალონში უმაღლეს დონეზეა დაცული სტერილიზაციის ნორმები.

"სალან ეკოში" სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 2 გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგი მოგემსახურებათ. ამ სივრცეში შეგიძლიათ გაიკეთოთ კონტურული (პერმანენტული) მაკიაჟი, რაც საშუალებას იძლევა:

ტუჩების, წარბებისა და თვალების ასიმეტრიის გამოსწორების

ტუჩების მოცულობის გაზრდის, ფერისა და ფორმის შეცვლის, კონტურის გამოკვეთის

წარბების ფორმისა და ფერის კორექციის

ქუთუთოების ფორმის კორექციისა და ხშირი წამწამების ეფექტის შექმნის

ამასთან, მეორე მიმართულებით მომუშავე, მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგი სახის მოვლის სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის გამაახალგაზრდავებელ საშუალებებსა და ეპილაციის ყველაზე ეფექტურ მეთოდს შემოგთავაზებთ.

"სალონ ეკოში" მალე შეგეძლებათ ისარგებლოთ უახლესი თაობის სოლარიუმითაც.

საკონტაქტო ინფორმაცია: 0-341 22-30-38; 599 17-37-38. დამატებითი ინფორმაცისთვის ეწვიეთ სალონის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.