კაფეში 3 ადამიანი მოკლეს [video]

2019-11-23 17:37:39

სოხუმში, ე.წ. მოჰაჯირების სანაპიროზე, კაფე „სან-რემოსთან“ სამი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს ცეცხლი ავტომობილიდან 3-მა ნიღბიანმა პირმა გაუხსნა.

დე ფაქტო შსს-ს ცნობით, სოხუმის დეპოში ნაპოვნია ცეცხლმოკიდებული ავტომანქანა, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

მან „ძალოვანებისგან“ ყველა აუცილებელი ზომების გატარება მოითხოვა დამნაშავეთა დასაკავებლად, რათა მათ „რესპუბლიკის“ ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლონ.