თურქეთში 31 წლის ქალი დააკავეს

2019-11-23 14:10:38

თურქეთში, სტამბოლში, 31 წლის, საქართველოს მოქალაქე ქალი დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თუქეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ერთ-ერთ მაღაზიას ლიცენზია არ ჰქონდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ მაღაზიაში სამძებრო სამუშაოები გაატარეს. რის შემდეგაც, 4 პირი დააკავეს, რომლებსაც აზარტული თამაშებისთვის სივრცის მოწყობა და ხელშეწყობა ედებათ ბრალად.

გატარებული სამუშაოების შედეგად, პოლიციამ 9 ლეპტოპი და 6745 ლირა ამოიღო, მაღაზია კი დალუქა.