ინსპირაცია "ჯონი" [photo]

2019-11-22 18:48:33

ინსპირაცია "ჯონი" - რუსთავის, ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში, კურდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე, 7 მხატვარი გოგონას, 40-მდე ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი.

"ამ ბავშვებმა, შარშან დაამთავრეს აქ სწავლა. ადრე ტრადიციულად დიპლომის დაცვა იყო, ვერავინ ვერ იგებდა, ეს იყო მოძველებული და ჩვენ, ბავშვებთან ერთად, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა გამოფენა. ამ ბავშვებს ვუსურვებ, შეიყვარონ ხელოვნება და ხელოვნების დაფასება იცოდნენ. შემდეგ თუ ვინმე მოიწამლა და ბევრი მოიწამლა გააგრძელონ და დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ საქმიანობაში", - განაცხადა მხატვარმა დავით დოთიაშვილმა.

ნახატები კლასიკურ, კონცეპტუალურ და აბსტრაქტულ ჟანრებში იყო შესრულებული.