სამოყვარულო ველო–მარათონი [video]

2019-11-22 14:52:53

სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში. [ვიდეო/video]

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აღმამედლო– კასუმლო– ულაშლოს დამაკავშირებელ 4 კილომეტრიან, ახლადრეაბილიტირებულ საავტომობილო გზაზე, სამოყვარულო ველო–მარათონი გაიმართა, სლოგანით „ახალი გზა - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“.

მარათონში მონაწილეობა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს.

ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები – თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, ასევე მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აქტივობის ბოლოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ 4 კილომეტრიანი გზა, სამ სოფელს აღმამედლოს, კასუმლოსა და ულაშლოს აკავშირებს, რომლის კეთილმოწყობისთვის, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 397 539 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს