დატბორილი ტერიტორია (ფოტოები).

2016-11-05 13:25:42

ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძისა და მშვიდობის ქუჩებს შორის არსებული დატბორილი ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებელმა მოაწოდა.ადგილობრივების თქმით,  რამდენიმე ასეული კვ/მ ერთ კვირაზე მეტია დატბორილია, რაც ქუჩაზე ანტისანიტარიას იწვევს. „ინფო რუსთავი“ ჭყონდიდელის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა შავაძეს დაუკავშირდა. მან აღნიშნული პრობლემის შესახებ „ინფო რუსთავისგან“  შეიტყო. შავაძის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანება გარკვეული პერიოდის წინაც იყო, რომლის შეკეთებაც დროულად მოხდა. ამ ეტაპისთვის კი უბნის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, დაზიანების მიზეზებს გაარკვევნ და პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებენ.