ინფრასტრუქტურული სამუშაოები რუსთავში

2019-11-21 10:34:34

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ასფალტის დაგება დაიწყო.

კომპანია "ენკე" აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ასრულებდა.

ასფალტი 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე უნდა დაიგოს, ტენდერში გამარჯვებულ კოპანიაში აცხადებენ რომ სამუშაოებს დაახლოებით 15 დღეში დაასრულებენ.

პროექტის განსახორციელებლად რუსთავის მერიამ ბიუჯეტიდან 700 000 ლარი გამოყო.

შეგახსენებთ რომ მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთის ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, აღნიშნულ სამუშაოებს წელს უკვე სხვა კომპანია ასრულებს.