კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

2019-11-20 17:55:19

კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რის შედეგადაც მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.