მაგისტრალზე მანქანა დაიწვა [video]

2019-11-15 15:15:18

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მანქანა დაიწვა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, “ფორდის” მარკის ევაკუატორს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. [ვიდეო/video]

შემთხვევის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში 1 მამაკაცი იმყოფებოდა, მან მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


RUSTAVI