მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს

2019-11-20 13:08:07

ქუთაისის ყოფილი ვიცე მერი ნოდარ მიქიაშვილი 39 წლის ასაკში, დღეს ნიუ იორკში, საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.

ნოდარ მიქიაშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა. ბოლო ერთი წელი ნოდარ მიქიაშვილი ამერიკაში ცხოვრობდა.

გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.