რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში სახანძრო ეკიპაჟი გამოიძახეს.
შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს კი, ცეცხლი გაზქურაზე დადგმულ ქვაბში დახვდათ. აღმოჩნდა, რომ ბინის მეპატრონეს გაზქურაზე საჭმელი დარჩა, რომელიც დაიწვა და დაკვამლიანება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო, 1 სასწაფო სამედიცინო დახმარების და 1 საპატრული პოლიციის ეკიპაჟი.
ამ დროისათვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.