რუსთაველი სტუდენტების წახალისება

2019-11-23 11:50:58

"ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სტუდენტთა მომართვიანობა მერიაში სწავლის დასაფინანსებლად, სწორედ ამიტომ, სტუდენტთა სოციალურ პროგრამაზე თანხის დამატება გახდა საჭირო"- ამის შესახებ ინფო რუსთავს მერიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შარშან მთელი წლის განმავლობაში მერიას სწავლის დაფინანსების მიზნით 31 სტუდენტმა მიმართა, წელს ეს რიცხვი 140-მდეა გაზრდილი.

,,წინა წლებთან შედარებით მომართვიანობა გაზრდილია. ამ წელს არ გვეყო თანხა და 14 ათასი ლარის დამატება გახდა საჭირო. მერია მზად არის დააფინანსო ყველა სტუდენტი, რომელიც მოგვმართავს"- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ.

სოციალური პროექტის ფარგლებში რუსთავის მერია  წარმატებულ სტუდენტებს რამდენიმე წელია აფინანსებს. სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრებაც მაღალია და ყველა ქულის საერთო ჯამი 81 ქულაზე მეტი აქვს, მერიისგან წელიწადში 800 ლარის ოდენობის დაფინანსების მიღება შეუძლია. 2020 წლიდან კი  სტუდენტების დაფინანსების ლიმიტი 800 ლარიდან 1200 ლარამდე იზრდება. შესაბამისად სტუდენტს, რომელსაც საერთო ქულების ჯამური რაოდენობა 90  მაღალი ექნება, წელიწადში 1200 ლარიან დაფინანსებას მიიღებს. ხოლო 81-ზე მაღალი ქულის შემთხვევაში დაფინანსების ლიმიტი ისევ 800 ლარი რჩება.

სტუდენტებმა, რომელთა ჯამური ქულის რაოდენობა 81-ზე მაღალია და დაფინანსების მიღება სურთ, მერიაში უნდა წარადგინონ:

1) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.

2) ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსთავში ცხოვრების დამადასტურებელი მოწმობა.

3) სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი
წესით.

4) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის
(აქტიური) შესახებ (დედანი).

5) ასევე დაწეროს განცხადება რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე.