რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, შპს "ტრანსპორტის" ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა.
როგორც "ინფო რუსთავთან" შპს-ს მეპატრონემ განაცხადა, ცეცხლი დაუდევრობით, სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვის გადაგდებით გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე გარემოსდაცვის ზედამხედველობის თანამშრომლები მივიდნენ.
"ტერიტორიაზე ცეცხლი ეკიდა ავტოსანტრასპორტო ტექ.მომსახურეობის ნარჩენებს. გავესაუბრეთ შპს-ს ხელმძღვანელს, შევადგინეთ შესაბამისი აქტი"- გარემოსდაცვის დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ლევან აბაშიძემ განაცხადა.
შპს "ტრანსპორტი" 500 ლარით დაჯარიმდა.
ცეცხლის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა.