რუსთავში, კოსტავას გამზირის #8-ში, ფრჩხილის მოვლის სფეროში, ახალი სივრცე გაიხსნა. ®
სასიამოვნო გარემო, მაღალკვალიფიციური პერსონალი და მისაღები ფასები - აი რა დახვდებათ "ისტერიკა ნეილსში" მისულ მომხმარებლებს.
სილამაზის ახალ სივრცეში შილაქის, ფრჩხილის გელით დაგრძელების, ბიო გელის, დაზიანებული ფრჩხილის აღდგენისა და პედიკურის სერვისებს შემოგთავაზებენ. ფერთა შეუზღუდავი არჩევანი კი ფრჩხილზე საოცნებო დიზაინის შექმნის საშუალებას მოგცემთ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტები, რომლებსაც "ისტერიკა ნეილსში" ფრჩხილის მოვლის სპეციალისტები იყენებენ, არის ერთჯერადი მოხმარების, ამიტომაც, შიში, რომელიც მომხმარებლის მხრიდან ხშირ შემთხვევაში სტერილიზაციის საკითხთან დაკავშირებით ჩნდება, ამ სივრცეში შესულ სტუმრებს შეუძლიათ გარეთ დატოვონ.
მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის ახალ სივრცეში მთავარი სამუშაო ხაზი ფრჩხილის მოვლაა, მომხმარებელს "ისტერიკა ნეილსში" ბევრ სხვა, მრავალფეროვან მომსახურებასაც სთავაზობენ. აქ შეგიძლიათ წამწამების დაგრძელება (კლასიკური, 2D და 3D) და ასევე, საქართველოში ცნობილი ექიმი-დერმატოლოგის, ქეთა მიქელაძის მომსახურების მიღება. თბილისიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტი კვირაში 1 დღე მეზოთერაპიის, ბიორევიტალიზაციის, ბოტოქსის, ფილერის (დერმული შემავსებელი), ტუჩისა და ცხვირის ნაოჭის კორექციის, ტუჩის გადიდებისა და სხვა გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს ჩაატარებს.
"ისტერიკა ნეილს" 10:00-დან 21:00 საათამდე ფუნქციონირებს, დამატებითი საკონტაქტო ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.