გამწვანების აქცია რუსთავში [photo]

2019-11-16 18:12:27

რუსთავში, ბათუმის ქუჩის #25 მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საკუთარი საშუალებებით ფოთლოვანი ხეები დარგეს.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი გივი შანიძე "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს მათ სურთ, რომ წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში.

ბათუმის ქუჩაზე დარგეს წაბლის, ალვის და დაფნის ხე-მცენარეები, სულ 50 ერთეული.