უკან დაბრუნებული პრემია [video]

2019-11-15 18:12:47

რუსთავში, მეტალურგიის ქარხნის თანამშრომელმა, გიორგი ტყემალაძემ, პრემიის სახით დარიცხული 20 ლარი ქარხანას უკან დაუბრუნა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ქარხნის დირექტორმა, ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნულ ფაქტს უკმაყოფილება, რომ არ გამოეწვია, პრემიები ამიტომ დარიცხა.

"ჩვენ ვითხოვდით სამცვლიანზე 21 დღეში, რომ 730 ლარი გვერიცხებოდა, ოთხდღიან ცვლაში 16 დღეში იგივე ხელფასი დარჩენილიყო და არა 680 ლარი, მაგრამ ეს არ მოხდა. მოდითო მოვილაპარაკოთო. ჩვენ დავთანხმდით და გადავიტანეთ ეს ყველაფერი კაბინეტურ სისტემაში. ეს საუბარი, მიმდინარეობდა დაახლოებით 5 შეხვედრა, მაგრამ შედეგზე ვერ გავედით. აქედან გამომდინარე, რომ დირექტორს არ გამოეწვია უკმაყოფილება გადაწყვიტა, რომ პრემიები დაერიცხა, რაც ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს მეტალურგიული ქარხნის, წვრილსორტული საამქროს მუშები სამცვლიანი რეჟიმიდან ოთხცვლიან რეჟიმზე გადასვლას, ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.