აქცია რუსთავში დეპუტატის ბიუროსთან

2019-11-15 13:32:16

რუსთავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის პაატა მხეიძის ბიუროსთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების, მთავარი მოთხოვნაა, რომ პაატა მხეიძემ და გიორგი ბეგაძემ დატოვონ დეპუტატის მანდატი.

"დღევანდელი ჩემი აქ მოსვლის მიზანია, რომ განცხადება გავაკეთო პარლამენტში გუშინდელთან დაკავშირებით. გუშინ ჩააგდეს კანონპროექტი, რომელიც საჭირო იყო საქართველოსთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის. ამაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის ორმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა მხეიძემ და გიორგი ბეგაძემ. რადგანაც ეს დეპუტატები ვერ ასრულებენ საკუთარ ფუნქციას, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ დეპუტატებმა დატოვონ მანდატი.", - განაცხადა მერობის ყოფილმა კანდიდატმა გელა ნაკაშიძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დატოვებენ პარლამენტს, ყველაფერს იღონებენ, რომ მათი ხმა რუსთავიდან აღარ ისმოდეს.

RUSTAVI