გიორგი ბეგაძემ უმრავლესობა დატოვა

2019-11-14 23:37:53

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსთაველი მაჟორიტარი დეპუტატებიდან პაატა მხეიძემ მხარი არ დაუჭირა, ხოლო გიორგი ბეგაძე კი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სხდომაზე.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა დეპუტატების პოზიციით. პაატა მხეიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ხოლო გიორგი ბეგაძემ განაცხადა რომ - "დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას."