პატარა კალათბურთელებს ტრენინგი ჩაუტარდათ

2019-11-14 19:30:11

რუსთავის საკალათბურთო აკადემიას ქალაქის მთავარი გუნდის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

მე-10 საჯარო სკოლაში პატარა კალათბურთელებს ვარჯიში მწვრთნელებთან ერთად გუნდის კაპიტანმა-გოგა ცეკვავამ და ეროვნული ნაკრების წევრებმა გეგი ბაქრაძემ, კაკი დვალიშვილმა, ამერიკელმა ლეგიონერმა-დენზელ ლივინგსტონმა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა და აკადემიის უკვე სტაჟიანმა მწვრთნელმა-ზურაბ მაჭავარიანმა ჩაუტარეს. პროფესიონალმა კალათბურთელებმა თავისი გამოცდილება დამწყებ სპორტსმენებს გაუზიარეს. ვარჯიშის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

RUSTAVI