რუსთავის კიდევ ერთი ანტი რეკორდი

2019-11-14 10:25:20

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მონიტორინგის შედეგად გასული დღეების განმავლობაში ატმოსფერულ ჰაერში დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული.

6 ნოემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა წერეთლის გამზირზე - 1.1-ჯერ, "ილიას ბაღში" - 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 1.5-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.6-ჯერ, 7 ნოემბერს ისევ წერეთლის გამზირზე - 1.4-ჯერ, "ილიას ბაღში" - 1.5-ჯერ, ქ.რუსთავში - 1.8-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.9-ჯერ, 8 ნოემბერს წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ვარკეთილში - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ, "ილიას ბაღში" - 1.4-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.1-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.9-ჯერ, 9 ნოემბერს წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.6-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ, "ილიას ბაღში" - 1.5-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.4-ჯერ. 10 ნოემბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ვარკეთილში - 1.4-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.2-ჯერ, "ილიას ბაღში" - 1.6-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.4-ჯერ, 11 ნოემბერს წერეთლის გამზირზე - 1.4-ჯერ, ვარკეთილში - 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.2-ჯერ, "ილიას ბაღში" - 1.5-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.3-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.9-ჯერ, 12 ნოემბერს წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.4-ჯერ, ვაშლიჯვარსა და ქ.ბათუმში - 1.3-ჯერ, "ილიას ბაღში" - 1.8-ჯერ და ქ.რუსთავში - 2.5-ჯერ.