ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

2019-11-13 22:58:33

14-15 ნოემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მოიღრუბლება და შედარებით აცივდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 14 ნოემბერს +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 14 ნოემბერს მოიღრუბლება, ტემპერატურა 13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 14 ნოემბერი +16°C, 15 ნოემბერი +12°C, 16 ნოემბერი +10°C, 17 ნოემბერი +11°C.

RUSTAVI