გითვალთვალებენ თუ არა Face book-ით

2019-11-10 15:30:02

Facebook-ი, მთელს მსოფლიოში, მომხმარებლების კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების მცდელობის გამო, კვლავ კრიტიკის საგანია.

როგორც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, აპლიკაცია iPhone-ის კამერებს, მომხმარებლის ინფორმაციის გარეშე ააქტიურებს, როდესაც ისინი პლატფორმაზე სიახლეებს ათვალიერებენ. მსგავსი პრობლემა მხოლოდ iOS 13.2.2 მომხმარებლებს გაუჩნდათ.

Facebook-ის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ Facebook iOS- ის აპლიკაციის 244 ვერსია არასწორად ამოქმეედა. მათი თქმით, შეცდომით უნებურად დაამატეს შეცდომა, რის გამოც კამერა ფუნქციონირებას თავისით იწყებდა.

”ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება, შეცდომის გამო ატვირთული ფოტოები და ვიდეოები შესახებ. შეცდომის გამოსასწორებლად Apple-ს დღეს მივმართავთ", - განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა.