რუსთავში, XXI მიკრო რაიონში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებენ, ცეცხლი კორპუსების გადაბმის ადგილზე გაჩნდა.
თვითმხილველების თქმით, სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანობა შეინიშნებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.