ვაკანსიები "რუსთავის კარფურში"

2019-11-12 22:35:04

„Carrefour Georgia“ ამჟამად ხსნის ახალ ფილიალს ქალაქ რუსთავში.

კომპანია გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ქალაქ რუსთავის ფილიალისთვის, უნივერსალური თანამშრომლის პოზიციებზე.

ძირითდი მოვალეობები:

* მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
* პროდუქციის თაროებზე განთავსება
* თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და განახლება
* ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება
* ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება
* სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

მოთხოვნები:

მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი
სასურველია მოლარედ მუშაობის გამოცდილება

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com 

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ახალი ფილიალის დასახელება - „რუსთავი“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43,000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. 

„კარფური“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით და 2018 წლის  მონაცემებით ის საქართველოს ბაზრის ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში.

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.