ბაღებში გაზის დეტექტორებს ამონტაჟბენ

2019-11-12 18:27:50

სოკარ ჯორჯია გაზი რუსთავის ინსტრუქციით რუსთავის საჯარო ბაღებში გაზის დეტექტორებს ამონტაჟებენ.

,,ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასრულდა გუშინ. საბოლოო ინსტრუქცია მივიღეთ, სოკარგაზმა გვითხრა რომ აუცილებელი იყო დეტექტორის შეძენა. ჩვენ შევიძინეთ დეტექტორები, რომელთა დამონტაჟება უკვე დაიწყო ბაღებში. ველოდებით სოკარის წარმომადგენლებს, რომლებიც გადაამოწმებენ დეტექტორებს და  გაუწევენ მონიტორინგს გამათბობელ სისტემებს"-განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.

ინფო რუსთავის კითხვაზე, თუ როდის ჩაირთვება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გათბობის სისტემა, ეკა ხუციშვილი გვპასუხობს, რომ დეტექტორებისა და გაზის გამანაწილებელი ქსელის შემოწმები შემდეგ ბაღებში გათბობა ჩაირთვება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით სულ 21 საჯარო ბაღია, აქედან ხუთს  ცენტრალური გათბობა აქვს, ერთი ელექტრონულ გათბობაზეა, დანარჩენ თხუთმეტ ბაღში კი გაზის გამათბობელებია დამონტაჟებული, სწორედ ამ ბაღებში დამონტაჟდება დეტექტორები, რომელიც ოთახში ბუნებრივი აირის დაგროვების შემთხვევაში საგანგაშო სიგნალს ჩართავს.