ჩართულია თუ არა სკოლებში გათბობა

2019-11-13 10:07:59

რუსთავის სკოლებში გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა და საკითხის გარკვევაში დახმარება სთხოვა. მათი, თქმით რუსთავის რამდენიმე სკოლაში გათბობა ამ დრომდე არ ჩართულა.

"ინდო რუსთავი" რუსთავის რესურს ცენტრის ხელმძღვანელს თამარ ხეჩიკაშვილს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა საჯარო სკოლაში გათბობა კვირის ბოლომდე ჩაირთვება.

"სკოლების უმეტესობაში გათბობა უკვე ჩართულია. #2, #3 და #16 საჯარო სკოლებში არის პრობლემა, მოსაწესრიგებელია, რომელიც მოგვარების პროცესშია და თუ დროზე არ მოგვარდა ალტერნატიული გათბობა ექნებათ. რაც შეეხება #24 სკოლას, ამ სკოლაში პრობლემა არ არის და თუ არ არის ჩართული აუცილებლად ჩაირთვება", - განაცხადა თამარ ხეჩიკაშვილმა.