ახალი სივრცე რუსთაველი ახალგაზრდებისთვის

2019-11-12 13:02:28

2020 წელს რუსთავში, ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრი გაიხსნება.

ცენტრი, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში განთავსდება, მისი გახსნა კი იანვარშია დაგეგმილი.

,,ბლოკჩეინი არის მომავლის ტექნოლოგია, რომელიც მომავალში ჩაანაცვლებს ძალიან ბევრ სერვის და გაამარტივეს ცხოვრებას. მსგავსი ცენტრის გახსნა რუსთავში იქნება ინოვაციური. პირველ ეტაპზე ამ სფეროში ცენტრში 10-12 ახალგაზრდა იქნება ჩართული, თუმცა ეს არის მზარდი სეგმენტი და შესაძლებელია ერთ წელიწადში მათი რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდოს"- განაცხადა ინფო რუსთავთან რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ.

პროექტის მთავარი მიზანი რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმებაა.

"ცენტრში მოხვედრილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ, დასაქმდნენ და მიიღონ ფინანსურ სარგებელი ამ სფეროში, რაც დაეხმარება რუსთავს ინოვაციურ ქალაქად იქცეს-", აცხადებს ბარბაქაძე

მისივე თქმით, რუსთავის ჰაბსა და Effect Al-ის წარმომადგენლებს გეგმაში აქვთ მსგავსი ცენტრის გახსნა საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

პროექტი, რუსთავის ინოვაციების ჰაბის, ჰოლანდიური კომპანიის Effect Al-ისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება.