გაზის მიწოდება შეიზღუდა

2019-11-12 09:12:26

რუსთავში, XX და XXI მიკრო-რაიონებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდა.

ბუნებრივი აირის შეზღუდვის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გვიან ღამით ბუნებრივი აირის მილს, რომელიც კორპუსებს შორის გადიოდა, სატვირთო ავტომობილი გამოედო და მთლიანად მოგლიჯა.

დაზიანებული მილიდან გაზი გამოდიოდა, რომ არ მომხდარიყო აფეთქება, ადგილზე გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო და სოკარ-გაზის ეკიპაჟები. პირველ ეტაპზე ურდულებიდან მოხდა ბუნებრივი აირის გადაკეტვა.

"ინფო რუსთავს" კომპანია სოკარ გაზში განუცხადეს რომ მილის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს საღამოთი აღუდგებათ.